ანრი ოხანაშვილი - ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე, ირაკლი კობახიძე აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს
ანრი ოხანაშვილი - ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე, ირაკლი კობახიძე აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს

ნატო-ს ბრიუსელის სამიტამდე დაგეგმილ ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე ირაკლი კობახიძე აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილი აცხადებს, დასახელებულ სამიტამდე ირაკლი კობახიძის შეხვედრები ამერიკელ კონგრესმენებთან ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მივიღეთ გზავნილები აშშ-ის საქართველოსადმი ერთგულებისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ. ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე ჩვენმა სახელმწიფომ და ქართულმა საზოგადოებამ აშშ-ის მხრიდან მიიღო ერთმნიშვნელოვნად მყარი გზავნილები, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. აღნიშნულის აშკარა დადასტურებაა აშშ-ის კონგრესში წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (Georgia Support Act), რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტს და ქართულ-ამერიკული მჭიდრო ურთიერთობების ახალ ფაზას უყრის საფუძველს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.