ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ყველაფერზე მიდიან, რომ ადამიანი წყობიდან გამოიყვანონ
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ყველაფერზე მიდიან, რომ ადამიანი წყობიდან გამოიყვანონ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ყველაფერზე მიდიან, რომ ადამიანი წყობიდან გამოიყვანონ.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი საკრებულოს წევრების მიმართ ბრალის წარდგენაზე გენერალური პროკრატურის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სრულიად მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება, შეურაცხყოფის მიყენება, იძულება, მუქარა და სიძულვილის ენის გამოყენება, მით უმეტეს, პოლიტიკოსების მხრიდან, საკრებულოში იქნებიან, თუ პარლამენტში.

„საზოგადოების დაკვეთა არ არის, რომ ქვეყანაში პოლარიზებული გარემო იყოს და ფიზიკური დაპირისპირებები მოხდეს. იმასაც კარგად ვუყურებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები როგორ პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამენ და ყველაფერზე მიდიან, რომ ადამიანი წყობიდან გამოიყვანონ, რაც მიუღებელია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიზანი რაც არ უნდა პროვოკაციული ნაბიჯები იყოს, ძალადობასა და ფიზიკურ დაპირისპირებას ვერ გავამართლებ”, – აღნიშნავს ოხანაშვილი.