ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები წყალს მტრის წისქვილზე ასხამს, მათი ყველა ნაბიჯი რუსეთის ინტერესებს ემსახურება
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები წყალს მტრის წისქვილზე ასხამს, მათი ყველა ნაბიჯი რუსეთის ინტერესებს ემსახურება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მეხუთე კოლონაა, რომელიც საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე წამსვლელია და საკუთარ ქვეყანას გაწირავს, თუ როგორმე შესაძლებლობა ექნება, ძალადობრივი ფორმით ხელისუფლებაში მოვიდეს.

„მათ ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანების არანაირი ინტერესი არ ამოძრავებთ. მათი ხელისუფლებაში ყოფნა რითი დასრულდა ვიცით და ვნახეთ. კერძოდ, როგორი სავალალო შედეგები ჰქონდა როგორც ტერიტორიული თვალსაზრისით, ასევე დემოკრატიული განვითარების კუთხით. მათი ქმედებები წყალს მტრის წისქვილზე ასხამს. მათი ყველა ნაბიჯი სწორედ რუსეთის ინტერესებს ემსახურება“,- განაცხადა ოხანაშვილმა.