ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამართლებული იქნება აქციის ჩატარება ლოზუნგით, ჭამოს სააკაშვილმა
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამართლებული იქნება აქციის ჩატარება ლოზუნგით, ჭამოს სააკაშვილმა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მუშაობისას მათი ყველა ინიციატივა მხოლოდ პარტიულ ინტერესებს ატარებდა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არც თანმიმდევრულია და არც საზოგადოების ინტერესებზეა ორიენტირებული.

„„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში როცა „მუშაობდა“, რას აკეთებდა? საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული რა ინიციატივა გახსოვთ? მათი მხრიდან მსგავსი ინიციატივა არ ყოფილა, ყველა მათი ინიციატივა მათ პარტიულ ინტერესებს ატარებდა. ეს ადამიანები საპარლამენტო ცხოვრებაში იქნებიან თუ არა, საზოგადოების ინტერესებზე გავლენას ვერ მოახდენს. ამ ადამიანებმა ერთ დღეს თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო საქმიანობას და განცხადება იმის თაობაზე, თითქოს მანდატებს ტოვებდნენ, უკან წაიღეს. ბოიკოტი სულ სხვა რამეა, საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა სხვა რამეს ნიშნავს. არც თანმიმდევრული არიან და არც საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულნი. მათი ინტერესია მათი ბელადი და პარტიული, რევოლუციური ინტერესი. მათი მხრიდან გამართლებული იქნება აქციის ჩატარება ლოზუნგით – ჭამოს სააკაშვილმა. ეს იქნება სწორი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.