ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეწევიან რადიკალიზაციას და დაკავებული არიან ექსტრემისტული ქმედებებით
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეწევიან რადიკალიზაციას და დაკავებული არიან ექსტრემისტული ქმედებებით

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეწევიან რადიკალიზაციას და დაკავებული არიან ექსტრემისტული ქმედებებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშილმა აღნიშნა, 12 რეკომენდაციაზე მუშაობა ჯერ სამუშაო ჯგუფებში მიმდინარეობდა, შემდეგ – საკომიტეტო ფორმატში და ამ პროცესს საბოტაჟი გამოუცხადეს, რაც ვერ გათეთრდება.

„რაც არ უნდა ისაუბრონ, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გამოცხადებული საბოტაჟი უკან ვერ იქნება წაღებული. ეს პოლიტიკურად შეფასდება. „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ თუ სადმე რაიმე მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ, კარი არავისთვის დაგვიხურავს, მობრძანდნენ. ეს ორი პარტია ეწევა რადიკალიზაციას და, სამწუხაროდ, დაკავებული არიან ექსტრემისტული ქმედებებით. მათი ინტერესი არ არის, ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მათ პოლარიზაციისთვის სივრცეს უტოვებს 12 რეკომენდაცია, რაზეც სპეკულაციებით არიან გამორჩეული. როცა ეს საკითხი ამოიწურება, ამ პარტიებს სასიცოცხლოდ სალაპარაკო თემა არ ექნებათ. ამიტომ სპეკულაციებს მიმართავენ. ორიენტირებული არიან, რომ ეს პროცესი გაიწელოს და გადავადდეს, რათა რაღაც სალაპარაკო ჰქონდეთ. ამ საკითხს საქმით არ უდგებიან, რაც მუშაობას და დებატებს გულისხმობს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.