ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ წინასწარ ემზადებიან, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში ხშირად აღარ მოუწევთ სიარული
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ წინასწარ ემზადებიან, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში ხშირად აღარ მოუწევთ სიარული

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ევროპული საქართველო“ ისეთ გზას ადგნან, მგონია, წინასწარ ემზადებიან უკვე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში ხშირად აღარ მოუწევთ სიარული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უმრავლესობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც ჩანს, ამ ნიადაგს ამზადებენ ისეთ გზას ადგანან. ეს ჯგუფები მხოლოდ რადიკალიზაციას არიან მიცემულნი, მათგან ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯები არ უნდა გაგვიკვირდეს. თუმცა, საკმაოდ გააზრებული მათი მხრივ, რადგან მიზანმიმართულად ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ და ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას. არ დაუჭირეს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს. იმედს ვიტოვებ, რომ მათი ანტისახელმწიფოებრიობა გამოვლინდება იმით, რომ არც საარჩევნო ცვლილებებს არ დაუჭერენ მხარს, რომელიც ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციებს ეფუძნება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.