ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი პარტიაა, ამიტომ არ იმსახურებენ საზოგადოების ნდობას
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი პარტიაა, ამიტომ არ იმსახურებენ საზოგადოების ნდობას

„ნაციონალურ მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რეალურად ერთი პარტიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მათი დაყოფა მხოლოდ ტყუილი იყო.

„რთულია, გჯეროდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოსი“. მე არც ერთი ამ ე.წ. პარტიის არ მჯერა. ეს არის რეალურად ერთი პარტია, ამიტომ ისინი არ იმსახურებენ არანაირ ნდობას საზოგადოების მხრიდან. მათი თითქოსდა დაყოფა იყო და არის ტყუილი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას ჰელსინკიში შეხვდა. სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი“.