ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაზე” საერთაშორისო პარტნიორების წნეხი უპრეცედენტოდ დიდი იქნება, რადგან მათ არ სურთ რუსული ინტერესების გამტარებელი პარტიები საქართველოში
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაზე” საერთაშორისო პარტნიორების წნეხი უპრეცედენტოდ დიდი იქნება, რადგან მათ არ სურთ რუსული ინტერესების გამტარებელი პარტიები საქართველოში

„ნაციონალურ მოძრაობაზე” საერთაშორისო პარტნიორების წნეხი უპრეცედენტოდ დიდი იქნება, რადგან მათ არ სურთ რუსული ინტერესების გამტარებელი პარტიები საქართველოში, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. 

მისივე თქმით, მათი რეალური სახე გაშიშვლდა, რაც პარტნიორებმაც დაინახეს.

„აქედან გამომდინარე, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რათა ნომინალურად მაინც შეუნარჩუნონ მათ სახე და ყველანაირად უზრუნველყონ, რომ პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილნი. თუმცა, ფაქტია, რომ მათი რეალური სახე გაშიშვლდა და ეს დაინახეს პარტნიორებმა. პარტნიორებს საქართველოში არ სურთ, პრორუსული ინტერესების პარტიების ასეთ რადიკალიზმში ყოფნა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი