ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს პროცესი არა პარტიული კულტურის განვითარებისთვის, არამედ ძალაუფლების გადანაწილებისთვის
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს პროცესი არა პარტიული კულტურის განვითარებისთვის, არამედ ძალაუფლების გადანაწილებისთვის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანები  ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან.

მისივე თქმით, პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესი პარტიული კულტურის განვითარებას არ ეხება.

„ეს ხალხი იბრძვის ძალაუფლების გადანაწილებისთვის. როგორც ჩანს, პარტიის შიგნით ბრძოლას ემატებიან სუბიექტები, რომელთა პარტიაში შეყვანასაც ოლიგარქები ცდილობენ. ეს არის პროცესი არა პარტიული კულტურის განვითარების, არამედ ძალაუფლების გადანაწილებისთვის — რომელი ჯგუფი რომელი ოლიგარქის მიერ როგორ დაფინანსებას მიიღებს. ბრძოლა მიმდინარეობს ფულადი სახსრების გადანაწილებისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.