ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს მიმოხილვა აღარ სჭირდება, ხელის გულზე დევს, როგორ იყენებენ პარტიას ოლიგარქებს შორის ბრძოლის ველად
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს მიმოხილვა აღარ სჭირდება, ხელის გულზე დევს, როგორ იყენებენ პარტიას ოლიგარქებს შორის ბრძოლის ველად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსებისა და გავლენებისთვის და პარტია ოლიგარქებს შორის ბრძოლის ველადაა ქცეული.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს მიმოხილვა აღარ სჭირდება. ხელის გულზე დევს ის პროცესი, როგორ ხდება ოლიგარქებს შორის ბრძოლის ველად პარტიის გამოყენება. ეს არის ბრძოლა ფინანსებისთვის, გავლენებისთვის, რაც არ არის დემოკრატიული პროცესი, არავითარი კავშირი არ აქვს პარტიული კულტურის დემოკრატიულ განვითარებასთან.

ესაა ოლიგარქთა შორის ბრძოლა, ვის მეტი გავლენა ექნება, ვის მეტი ფინანსური რესურსი ექნება და, შესაბამისად, სამწუხარო რეალობაა, როდესაც სიდიდით ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ხდება არა პოლიტიკური პარტიის კულტურის გავნითარებაზე, არამედ ოლიგარქთა ძალაუფლების გადანაწილებაზე ზრუნვა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.