ანრი ოხანაშვილი - მოლაპარაკებების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით კიდევ ერთხელ დაესმება წერტილი დესტრუქციულ სურვილებს
ანრი ოხანაშვილი - მოლაპარაკებების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით კიდევ ერთხელ დაესმება წერტილი დესტრუქციულ სურვილებს

მოლაპარაკებების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით კიდევ ერთხელ დაესმება წერტილი დესტრუქციულ სურვილებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ, რომ დემოკრატიულად წარიმართოს პროცესი.

„ფაქტია,საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოში პროცესების დემოკრატიული გზით განვითარებას, მხარს უჭერენ პროცესს, რომ წარიმართოს დიალოგი და მხარს უჭერენ იმას, რომ არავინ დაუშვას რაიმე ფორმით დემოკრატიის საპირისპიროდ სვლა. ამიტომ  მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ჩვენ ამ პროცესში შეგვეძლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უშუალო მონაწილეობა ნიშნავს, რომ რადიკალურ და დესტრუქციულ სურვილებს გაქანების საშუალება არ ექნება, კიდევ ერთხელ დაესმება წერტილი ასეთ სურვილებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.