ანრი ოხანაშვილი - მხარს დავუჭერ სასამართლოში პროგრესს, რომელიც დღეს ცალსახად სახეზეა
ანრი ოხანაშვილი - მხარს დავუჭერ სასამართლოში პროგრესს, რომელიც დღეს ცალსახად სახეზეა

მხარს დავუჭერ სასამართლოში პროგრესს, რომელიც დღეს ცალსახად სახეზეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ოხანაშვილის განცხადებით, ყველაფერი წარიმართება გამჭვირვალედ და აღნიშნა, რომ კომიტეტზე უნდა წარიმართოს პროცესი იმ სამართლებრივი პროცედურების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

„პროცედურები უნდა წარიმართოს კანონის სრული დაცვით. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე განაცხადა, რომ ამ სიის განხილვა შეჩერებულია. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველაფერი მოხდება გამჭვირვალედ, ყველა იმ სუბიექტის ფართო ჩართულობით, ვინც უნდა იყოს ჩართული. შესაბამისად, მე მხარს დავუჭერ პროგრესს სასამართლოში, რომელიც დღეს არის ცალსახად სახეზე იმ რეფორმებიდან, რომელიც ჩვენი გუნდის დამსახურებით განხორციელდა. პროცესი არის შეჩერებული და წარიმართება გამჭვირვალედ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ასარჩევად კენჭისყრა გაიმართება. პირველი მოადგილე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს.