ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილს ელოდება სასჯელის აღსრულება, თუ ის საქართველოში დაბრუნდება
ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილს ელოდება სასჯელის აღსრულება, თუ ის საქართველოში დაბრუნდება

მიხეილ სააკაშვილს ელოდება სასჯელის აღსრულება, თუ ის საქართველოში დაბრუნდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტდევნილობაზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

„თუ ვინმეს სურს, რომ დაბრუნდეს საქართველოში, არსებობს ამის სხვადასხვა გზა. იმის და მიხედვით, ვის რა სტატუსი აქვს, არსებობს სხვადასხვა აღსრულება. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც არის მსჯავრდებული, განხორციელდება მისი ექსტრადირება, ჩაბარდება ის, თუ რაც იქნება, არსებობს ამისი სამართლებრივი აღსრულების მეთოდები. ამიტომ, კიბატონო, მას სასჯელის აღსრულება ელოდება თუკი დაბრუნდება საქართველოში. ამიტომ საუბარია პოლიტდევნილობაზე, რომ თურმე ეს ადამიანი პოლიტიკური დევნიალი. ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, თუმცა მათი დღის წესრიგი ჩვენთვის არ არის პრიორიტეტული. ჩვენ არ ვყვებით არც „ნაციონალური მოძრაობის“, არც მათი სატელიტი პარტიების და არც სხვა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ინტერესებს. ჩვენი ინტერესია, პრიორიტეტია ჩვენი საზოგადოება, მათი ინტერესები, ის საკითხები, რომლებიც მათ აწუხებთ. ამასთან, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მშვიდობიან, დემოკრატიულ პროცესს, რათა როგორც წინასაარჩევნო კამპანია, ასევე არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში და რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა არა ძალადობა, სიძულვილი, არამედ მშვიდობა. ამიტომ ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას შეუნარჩუნა მშვიდობა, ჩვენ ამის გარანტი ვართ და ვიქნებით. მთავარია, რომ ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ეს არჩევნები ჩავატაროთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტით, რისი გარანტიაც ჩვენ ვართ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.