ანრი ოხანაშვილი - იმედია, სააკაშვილი ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რათა აუხსნან, რომ ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებს
ანრი ოხანაშვილი - იმედია, სააკაშვილი ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რათა აუხსნან, რომ ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებს

იმედია, მიხეილ სააკაშვილი ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რომ აუხსნან, ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ მევენახეებისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი მოქალაქე გასულია ყოველგვარ ზღვარს. თუ რამე ფანტაზია არსებობდა, ახლა იმ ფანტაზიის მიღმაა. მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რომ აუხსნან – ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებს. რასაც კადრულობს და ცდილობს, მოატყუოს, ამას არ მიიღებს ხალხი. დროა სამედიცინო კონსულტაციისთვის“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი