ანრი ოხანაშვილი - მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი მხარდაჭერას უცხადებს უწყებაში დასაქმებულ ყველა პროფესიონალ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას.
„მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში და ჩვენი, ყველას, ერთობლივი ამოცანა იქნება, რომ მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერად და დიდი პასუხისმგებლობით ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.