ანრი ოხანაშვილი - მძიმე პოლიტიკური წარსულის მიუხედავად, მათთან სასაუბროდ მზად ვართ, ვინაიდან ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება
ანრი ოხანაშვილი - მძიმე პოლიტიკური წარსულის მიუხედავად, მათთან სასაუბროდ მზად ვართ, ვინაიდან ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება

მძიმე პოლიტიკური წარსულის მიუხედავად, მათთან სასაუბროდ მზად ვართ, ვინაიდან ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის დღის წესრიგი არა პოლიტიკური პაექრობა, არამედ უკეთეს ხვალინდელ დღეზე ორიენტირებაა.

„მძიმე პოლიტიკური წარსულის მიუხედავად, მათთან სასაუბროდ მზად ვართ, ვინაიდან ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მიუხედავად შეთანხმებისა, რომ ჯერ არ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომელსაც განვიხილავთ, ისინი არღვევენ ამ შეთანხმებას და კიდევ უფრო მძიმე საუბრები გვესმის ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან. ასე ცალ კარში ვერ ვითამაშებთ. როდესაც საუბრობენ და ბრალდებას აყენებენ, შესაძლებელია, იმას ვუპასუხოთ, მაგრამ დღეს ჩვენი დღის წესრიგი არ არის რაიმე ფორმით პოლიტიკური პაექრობა, დღეს ჩვენი ამოსავალი დღის წესრიგია, ყველამ პატივი ვცეთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში.

თუმცა გარკვეული საუბრის დროს ფაქტად თუ მოვიხსენიებთ რაიმეს, ეს არ ნიშნავს, რომ გავდივართ დიალოგიდან, პირიქით, ყველა ჩვენი კოლეგის რიტორიკა ორიენტირებულია უკეთეს ხვალინდელ დღეზე, სადაც პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, უნდა შეძლონ სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიტიკურად თანაცხოვრება. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.