ანრი ოხანაშვილი - მარინა კალიურანდი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას სწორად აფასებს, ჩაფლავდა „ნაციონალური მოძრაობის“ აჟიოტაჟი, რომ ხალხი დაირაზმებოდა და სააკაშვილს ხელში აყვანილს შემოიყვანდნენ
ანრი ოხანაშვილი - მარინა კალიურანდი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას სწორად აფასებს, ჩაფლავდა „ნაციონალური მოძრაობის“ აჟიოტაჟი, რომ ხალხი დაირაზმებოდა და სააკაშვილს ხელში აყვანილს შემოიყვანდნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ძალიან სწორად აფასებს.

მისივე თქმით, სენტიმენტები არათუ უადგილოა, არამედ სამარცხვინოა იმ ადამიანთა შეფასებები, ვინც მსჯავრდებულ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჟიოტაჟი და სრული პანიკა, რომ თურმე, ხალხი დაირაზმებოდა და მიხეილ სააკაშვილს ხელში აყვანილს შემოიყვანდნენ, ჩაფლავდა. ადამიანმა, რომელმაც ქართული მართლმსაჯულებისა და სტრასბურგის სასამართლოების მიერ დადასტურებულად ჩაიდინა უმძიმესი დანაშაულები, პასუხი უნდა აგოს. მის უმძიმეს ქმედებებს ვერავითარი სენტიმენტები ვერ გაამართლებს. ვინც გაბედავს და მსგავსი სახის დანაშაულებს ჩაიდენს, კანონი უნდა აღსრულდეს. სენტიმენტები არათუ უადგილოა, არამედ სამარცხვინოა იმ ადამიანების შეფასებები, ვინც მსჯავრდებულ სააკაშვილს მოიხსენიებენ, როგორც პოლიტიკურ პატიმრად“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ „როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე“.

მისივე თქმით, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისა და ნების გამოხატვისკენ, რაც ხალხმა არ გააკეთა.

დატოვე კომენტარი