ანრი ოხანაშვილი - მარგველაშვილი „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდის განმახორციელებელია, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებით დასტურდება, რომ მათი ინტერესების გამტარებელია
ანრი ოხანაშვილი - მარგველაშვილი „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდის განმახორციელებელია, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებით დასტურდება, რომ მათი ინტერესების გამტარებელია

გიორგი მარგველაშვილი, დიდი ხანია, თავისი განცხადებებითა და ქმედებებით „ნაცმოძრაობის“ გვერდით არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, მარგველაშვილი რომ „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდას ეწევა, მათი ინტერესების გამტარებელი იყო და არის, ეს FARA-ს დოკუმენტებით დადასტურდა.

„ეს ადამიანი „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდის განმახორციელებელია. ეს ყველაფერი ლიტონი სიტყვები არ არის, FARA-ს დოკუმენტებით დასტურდება, რომ ის „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ აქტივიზმში იყო ჩართული. გიორგი მარგველაშვილი რა პოლიტიკური წონის მატარებელია, მოქალაქეები რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, მარტივად გაიგებთ, მას არავითარი პოლიტიკური წონა არ აქვს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.