ანრი ოხანაშვილი - ლომჯარიას განცხადება ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვიდრე არ დაუჭერს მხარს მოსამართლეების არჩევას, სახალხო დამცველი ყოველთვის იტყვის, რომ მართლმსაჯულებაზე დარტყმა ხდება
ანრი ოხანაშვილი - ლომჯარიას განცხადება ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვიდრე არ დაუჭერს მხარს მოსამართლეების არჩევას, სახალხო დამცველი ყოველთვის იტყვის, რომ მართლმსაჯულებაზე დარტყმა ხდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, როგორც ჩანს,  „ნაციონალური მოძრაობა“ ვიდრე არ დაუჭერს მხარს მოსამართლეების არჩევას, მანამდე სახალხო დამცველი ყოველთვის იტყვის, რომ მართლმსაჯულებაზე დარტყმა ხდება.

ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის იმ განცადებას, სადაც ნინო ლომჯარია პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი შეაჩეროს.

„ომბუდსმენმა გააკეთა ისეთი განცხადება, საერთოდ რომ არ გაეკეთებინა, ამ ინტიტუტისთვის კარგი იქნებოდა. ჩვენ შევცვალეთ კანონი, გავხსენით პროცესი მაქსიმალურად და გახდა გამჭვირვალე. ომბუდსმენი პირველივე დანიშვნის პროცესში იღებდა მონაწილეობას. ყველა პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო სექტორი სრულად იყო ჩართული. ეს ადამიანი, როგორც ჩანს, იქამდე გააკრიტიკებს ამ პროცესს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არ უჭერს მხარს. ასეთი განცხადება საერთოდ რომ არ გაეკეთებინა, მათთვის იქნებოდა კარგი.

მე ვარ გულშემატკივარი სახალხო დამცველის ინსტიტუციის, თუმცა ჩემი თხოვნა, მოწოდებაც ჩვენ მიერ არჩეული ობუდსმენის მიმართ არის არა პარტიული კუთვნილება, არამედ იბიექტურად გაშუქება. მიხეილ სააკაშვილთანაც უნდა შევიდეს, სხვა პატიმართანაც უნდა შევიდეს, მაგრამ დაიცვას თანაბრად ყველას უფლება, ესაა ჩემი მოწოდება. განცხადება, რაც მან გააკეთა, იცით რას ნიშნავს? რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვიდრე არ დაუჭერს მხარს მოსამართლეების არჩევას, მანამდე სახალხო დამცველი ყოველთვის იტყვის, რომ თურმე მართლმსაჯულებაზე ხდება დარტყმა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.