ანრი ოხანაშვილი - კონკრეტულ პირებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, თუმცა ამ ადამიანებს საკუთარი უფლებით სარგებლობა არ შეზღუდვიათ
ანრი ოხანაშვილი - კონკრეტულ პირებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, თუმცა ამ ადამიანებს საკუთარი უფლებით სარგებლობა არ შეზღუდვიათ

კონკრეტულ პირებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, თუმცა ამ ადამიანებს საკუთარი უფლებით სარგებლობა არ შეზღუდვიათ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებზე მაკო გომურის, ომარ სეხნიაშვილისა და მირზა ლიპარტელიანის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგრც ოხანაშვილი ამბობს, მიესალმება იმას, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საკუთარი უფლების სრულად რეალიზების შესაძლებლობა.

„ფაქტია, რომ მოხდა კონკრეტული პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, თუმცა ჩემთვის ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ ადამიანებს საკუთარი უფლებით სარგებლობა არ შეზღუდვიათ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, თუ რა ნაბიჯს როგორ გადადგამს შესაბამისი ორგანო და როგორ მიანიჭებს ვინმეს სტატუსს, ან არ მიანიჭებს, მოგეხსენებათ, რომ ეს არის სწორედ კონკრეტული ორგანოს კომპეტენცია კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში მოხდება მათი მხრიდან რეაგირება, ისევე როგორც მოხდა ამ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებისა და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ.