ანრი ოხანაშვილი - კონგრესმენების კითხვებზე პასუხი არის ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია, აშშ-ის მხარდაჭერას ვერაფერი შეცვლის
ანრი ოხანაშვილი - კონგრესმენების კითხვებზე პასუხი არის ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია, აშშ-ის მხარდაჭერას ვერაფერი შეცვლის

კონგრესმენის თითოეულ ასეთ განცხადებაზე პასუხი არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია, ის ორპარტიული აქტი, რომელიც საქართველოს მხარდასაჭერად შემუშავდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წერილის გაგზავნის საკითხზე განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა, რაც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც დაადასტურა.

ოხანაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ვერაფერი შეცვლის.

„კონგრესმენის თითოეულ ასეთ განცხადებაზე პასუხი არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია, ის ორპარტიული მხარდამჭერი აქტი, რომელიც შემუშავდა საქართველოს მხარდასაჭერად, პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან. თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური განცხადებები და არა ერთი რომელიმე კონგრესმენის განცხადება, არის პასუხი მათივე ამ წერილზე, მათივე ამ შეკითხვებზე. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც გააკეთა შეფასება, სადაც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში ვთანამშრომლობთ, ეს მხარდაჭერა იქნება შეუცვლელი. აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდამჭერი აქტის ინიცირება ვერ მოხდებოდა და ვერ იქნებოდა რეალიზებული, თუ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ექმნებოდა, ამიტომ ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციაა პასუხი მათივე ამ თუ რიტორიკულ შეკითხვებზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.