ანრი ოხანაშვილი - კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა იმას, რაც სააკაშვილის წარმომადგენლებისგან დაფარული იყო, მისი გარემოცვა ორიენტირებულია საპატიმროდან გათავისუფლებაზე
ანრი ოხანაშვილი - კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა იმას, რაც სააკაშვილის წარმომადგენლებისგან დაფარული იყო, მისი გარემოცვა ორიენტირებულია საპატიმროდან გათავისუფლებაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ ფარდა აეხადა იმას, რაც სააკაშვილის წარმომადგენლების მხრიდან დაფარული იყო და რაზეც მმართველი გუნდი საუბრობდა.

ანრი ოხანაშვილს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„დასტურდება, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ორიენტირებული არიან არა რაიმე უფლების გაუმჯობესებაზე, არამედ იმაზე, რომ ლობიზმით ის გათავისუფლდეს საპატიმროდან და თავი აარიდოს სასჯელის მოხდას. ეს ყველაფერი მოტივირებულია პოლიტიკურად და უკავშირდება პოლიტიკურ საკითხებს, არაფერი კავშირი არ აქვს მისი უფლებების დაცვასთან“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა. ამასთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „აკერმანმა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეში სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის 350 000 დოლარზე მეტი გადაიხადა.