ანრი ოხანაშვილი -  ხელისუფლების ოპონენტებს ქვეყანაში სასამართლოს გაჩერება სურთ, რაც ვერ და არ მოხდება
ანრი ოხანაშვილი - ხელისუფლების ოპონენტებს ქვეყანაში სასამართლოს გაჩერება სურთ, რაც ვერ და არ მოხდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მოსაზრებით, ხელისუფლების ოპონენტებს ქვეყანაში სასამართლოს გაჩერება სურთ.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპონენტებს საზოგადოების ბედი და ადამიანის უფლებები არ აინტერესებთ.

„მათი ამოცანაა, სასამართლო გაჩერდეს, რაც ვერ და არ მოხდება. პასუხისმგებლიანი მმართველი გუნდი ვართ და ყველა იმ აუცილებელ კრიტერიუმს ვეყრდნობით, რომელიც უკავშირდება სასამართლოს დამოუკიდებლობას და იმას, რომ სასამართლოში ღირსეული კანდიდატები ავირჩიოთ. არანაირი პროცედურა არ არსებობდა და კანონმდებლობის დონეზე დეტალური პროცედურა გავწერეთ, რომელიც უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და საჯაროა. ჩვენ გვსურს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საჯარო პროცესი წარიმართოს, რაც კანონპროექტით უზრუნველყოფილია,” – განაცხადა ოხანაშვილმა.