ანრი ოხანაშვილი - კარანტინის წესის დარღვევისთვის ციხეში არავის ვუშვებთ
ანრი ოხანაშვილი - კარანტინის წესის დარღვევისთვის ციხეში არავის ვუშვებთ

კარანტინის წესის დარღვევისთვის ციხეში არავის ვუშვებთ, ამისთვის პირველ ჯერზე არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო განმეორებითაც რომ იგივე გააკეთოს, მაშინ იწყება პასუხისმგებლობა, ტყუილია, რომ ვინმეს პირდაპირ ციხეში ვუშვებთ, – ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას.

ეკა ბესელიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის პატიმრობასთან ერთად, კანონში ალტერნატივად გათვალისწინებული უნდა იყოს ჯარიმა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, ადამიანებმა დაიცვან კარანტინის წესები, რადგან ის შესაძლოა, იყოს ინფიცირებული და წესების დარღვევა გამოიწვევს პრობლემებს.

„როდესაც არის დაუძლეველი უკიდურესი აუცილებლობა, ამას სამართლის პრინციპიც ცნობს – მაგალითად, ქალი მშობიარობს, ვერ დაიცვეს წესები ისე მივიდნენ სამშობიაროში, დაარღვიეს ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესები და ქალმა გააჩინა ბავშვი, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ დგება. აი, ამას გვეუბნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რომ ასეთ შემთხვევებში ყოფილა პასუხისმგებლობა გათვალისწინებული, ეს არის ნონსენსი. პირველი კურსის სტუდენტს რომ ჰკითხო, ის გეტყვით ამას, რომ ასეთი რამე არ ხდება. ამიტომ როდესაც ცილს დამწამებთ რაღაცაზე, ამაზე მიიღებთ იურიდიულ, გამართულ პასუხს“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ეკა ბესელიას.