ანრი ოხანაშვილი - ჯგუფებს, რომელთაც არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, წინასაარჩევნო კამპანია საზღვარგარეთ გადააქვთ
ანრი ოხანაშვილი - ჯგუფებს, რომელთაც არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, წინასაარჩევნო კამპანია საზღვარგარეთ გადააქვთ

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

„საზოგადოება კარგად აანალიზებს, რომ ჯგუფებს, რომელთაც არ აქვთ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და რეიტინგი, წინასაარჩევნო კამპანია საზღვარგარეთ გადააქვთ. ეს ადამიანები წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ ბრიუსელში, ვაშინგტონში, ვინაიდან მათ ხალხისა და საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამით აზიანებენ ქვეყნის იმიჯს, თუმცა მათ აწყობთ ქვეყნის იმიჯის დაზიანება, ვინაიდან მათი ინტერესია ვიწრო პარტიულობა. ამის გამო მზად არიან, წინასაარჩევნო კამპანია საზღვარგარეთ გადაიტანონ, ქვეყნის იმიჯი იქ დააზიანონ, თუმცა ამის მიუხედავად, არაფერი შეიცვლება და ამ რეჟიმში დარჩებიან, რადგან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს. ეს ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის იმიჯის შელახვისთვის, რათა რეპუტაცია შეულახონ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი