ანრი ოხანაშვილი - ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ყველა კრიტერიუმს პასუხობს, ჩემი მხარდაჭერა მას ექნება
ანრი ოხანაშვილი - ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ყველა კრიტერიუმს პასუხობს, ჩემი მხარდაჭერა მას ექნება

ჩემი მხარდაჭერა ირაკლი შოთაძეს ექნება, – ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა, ანრი ოხანაშვილმა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მისთვის გენერალური პროკურორის შესარჩევად მთავარი კრიტერიუმებია კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და პროფესიული გამოცდილება.

„კრიტერიუმები პირადად ჩემთვის არის კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება, პროფესიული გამოცდილება და ის პასუხები, რომლებიც იქნა გაცემული კანდიდატების მხრიდან, ასევე ხედვა, რომელიც იქნა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანი იყო მომესმინა თითოეული კანდიდატის ხედვა სამართლიანობის აღდგენის პროცესის შემდგომ გაგრძელებასთან, სისხლის სამართლის პოლიტიკასთან, დაზარალებულის უფლებების გაუმჯობესებასა და პროკურატურის სისტემის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ამ პრინციპებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ამ კრიტერიუმებში ყველაფერს პასუხობს ბატონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა და მას ექნება ჩემი მხარდაჭერა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო სხდომას დღეს გამართავს. ფარული კენჭისყრით არჩეულ ერთ კანდიდატს საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. გენერალური პროკურორობის კანდიდატები არიან: ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია.