ანრი ოხანაშვილი - ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს არ ჰქონიათ შეხება ინფიცირებულთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავიდოდნენ თვითიზოლაციაში
ანრი ოხანაშვილი - ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს არ ჰქონიათ შეხება ინფიცირებულთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავიდოდნენ თვითიზოლაციაში

საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონმდებლობით იზოლაციაში გადასვლას ექვემდებარება ის პირი, ვინც იყო შემხებლობაში ინფიცირებულთან ან შესაძლო ინფიცირებულთან.

ოხანაშვილის თქმით, არჩილ თალაკვაძე გადავიდა თვითიზოლაციაში, ვინაიდან მისი დაცვის  ევრთან ჰქონდა შეხება. ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარატი აჩვენა.

„შემხებლობაში თუ ვინმე იყო, რა თქმა უნდა, გადავა თვითოზლლაციაში, მაგრამ რადგან ბატონი არჩილ თალაკვაძე იყო შემხებლობაში მისი დაცვის წევრთან, ამიტომაც არის თვითიზოლაციაში. პარლამენტის თავმჯდომარე არის ნიმუში და მაგალითი მაღალი პასუხისმგებლობის. ბატონი მამუკა და ბატონი ირაკლი რომ ყოფილიყვნენ შემხებლობაში, ისინი რა თქმა უნდა არ გაურბიან მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და გადავიდოდნენ თვითიზოლაციაში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იმყოფებოდა შემხებლობაში, როგორც კანონმდებლობით არის მოთხოვნილი, გადავა ან უკვე გადასულია თვითიზოლაციაში. ჩვენთვის რა თქმა უნდა, უმთავრესია კანონის დაცვა. ამიტომ „ქართული ოცნების“ ყველა წევრი, თანამშრომელი დაიცავს კანონს და თუკი ვინმე იყო შემხებლობაში, ყველა გადავა ან უკვე გადასულია თვითიზოლაციაში.

დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პარტიის პრესსამსახურს. მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. კანონმდებლობით რაც არის მოთხოვნილი, ამ შემთხვევაში ყველა საჭირო ღონისძიებაა გატარებული, საჭირო ზომაა მიღებული, რათა კანონის შესაბამისად ვუზრუნველყოთ დაცულობა ჩვენი მოქალაქეების, პარტიაში მყოფი ადამიანების. ეს არის უზრუნველყოფილი. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბატონ ირაკლი კობახიძეს და ბატონ მამუკა მდინარაძეს არ ჰქონიათ შემხებლობა კონკრეტულ პირთან. ამიტომ არ გამხდარა მათი თვითიზოლაციაში გადაყვანის საფუძველი, როგორც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.