ანრი ოხანაშვილი - იქნებ, კითხოთ ბატონ პრეზიდენტს, რომელ პლანეტად თვლის თავს
ანრი ოხანაშვილი - იქნებ, კითხოთ ბატონ პრეზიდენტს, რომელ პლანეტად თვლის თავს

იქნებ, კითხოთ ბატონ პრეზიდენტს, რომელ პლანეტად თვლის თავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„არ ვიცი, რას გავს ეს განცხადება. მას ან პრემიერ-მინისტრი გონია თავი და დიდ თამასას უწესებს პოლიტიკურ ასპექტში თავის თავს, ან კიდევ პოლიტიკურ აფექტში უნდა იყოს ასეთი სიტყვების განმცხადებელი.

თუ მარგველაშვილი კენჭისყრას გადაწყვეტს, ისეთივე შედეგი დადგება, როგორც კონსტიტუციის განხილვებზე, როდესაც ირაკლი კობახიძეს უწევდა პრეზიდენტისთვის კონსტრუქციულ საფუძვლებში ცოდნის გაღრმავება, რადგან მას არ ჰქონდა ელემენტარული ცოდნა კონსტიტუციურ საკითხებში. ეს იყო ნულს ქვემოთ ნიშნული და ასეთივე იქნება, თუკი იქნება კანდიდატი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ რომ განაცხადოს, „ქართული ოცნება“ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც შემდგომში იქნება ყველაზე სუსტი და მორჩილი პრეზიდენტი.