ანრი ოხანაშვილი - იმედია, ყველას ეყოფა გონიერება, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, ადამიანებს კანონი არ დაარღვევინონ
ანრი ოხანაშვილი - იმედია, ყველას ეყოფა გონიერება, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, ადამიანებს კანონი არ დაარღვევინონ

ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ ყველა ადამიანის უფლებას, გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება, მათ შორის აქციით, დემონსტრაციით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, თუ გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებს გასცდება, შესაბამისი რეაგირებაც იქნება.

„აქცია, დემონსტრაცია არის საკუთარი აზრის გამოხატვის ლეგიტიმური საშუალება, თუ რამეს არ ეთანხმები. ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი და დამსახურება, რომ ჩვენ ყველას ვაძლევთ საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალებას კანონის ფარგლებში. როგორც კი გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებს გასცდება, მოხდება შესაბამისი რეაგირება, როგორც ამას კონსტიტუცია და კანონმდებლობა ითვალისწინებს. იმედი მაქვს, ყველას ეყოფა გონიერება, არ ჩააყენონ ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდები ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, რომ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, კანონი დაარღვევინონ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულმა შესაბამისმა უწყებებმა.

მოხდება კანონის ფარგლებში რეაგირება. თუ ვინმე კრიზისშია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტი პარტიებით და პარტიული ტელევიზიებით“, – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი.