ანრი ოხანაშვილი - იმედია, შევძლებთ პოზიციების დაახლოებას, ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციული, სამართლიანი შეთავაზებები  გვაქვს
ანრი ოხანაშვილი - იმედია, შევძლებთ პოზიციების დაახლოებას, ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციული, სამართლიანი შეთავაზებები  გვაქვს

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობა და ამისთვის მადლობას ვუხდით ევროკავშირს. ეს არის გარანტი, რომ არც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს, რაც არ უნდა რადიკალური მიზნები და ამოცანები ჰქონდეს, არ მიეცეს შესაძლებლობა, სცადოს ამ აზრების და იდეების რეალიზაციის დაწყებაც კი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება მოხდება.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესია დემოკრატიული განვითარება, ამ დემოკრატიული განვითარების სადარაჯოზე დგანან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მათ შორის ევროკავშირი, შესაბამისად ვერანაირ რადიკალურ სურვილებს ჩვენს ქვეყანაში ვერ მიეცემა რეალიზაციის შესაძლებლობა. ამის გარანტიაა ეს მოლაპარაკებები. იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ შევძლებთ პოზიციების დაახლოებას. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კონსტრუქციული, სამართლიანი შეთავაზებები. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია შეთანხება შედგეს სამართლიანობასა და ხალხის ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებით. სხვა ტიპის შეთანხმების მიღწევის უფლება არც გვაქვს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.