ანრი ოხანაშვილი - იმედი მაქვს, ოპოზიციური ჯგუფები იმ დღის წესრიგს არ გააგრძელებენ, რომელიც აშშ-ისა და გერმანიის ელჩებთან მიმართებაში ჰქონდათ
ანრი ოხანაშვილი - იმედი მაქვს, ოპოზიციური ჯგუფები იმ დღის წესრიგს არ გააგრძელებენ, რომელიც აშშ-ისა და გერმანიის ელჩებთან მიმართებაში ჰქონდათ

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური ჯგუფები იმ დღის წესრიგს არ გააგრძელებენ, რომელიც აშშ-ისა და გერმანიის ელჩთან მიმართებაში ჰქონდათ, როცა ისინი გაკეთებული განცხადებების თუ პოზიციების არდაფიქსირების გამო თავს დაესხნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ სტრატეგიული პარტნიორის საწინააღმდეგო განცხადებები არ უნდა გააკეთოს.

„იმედია, ასევე არ დაიწყებენ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას საქართველოში, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ სწრაფვას. იმედია, ყველას ექნება მაღალი გონიერება და პასუხისმგებლობა, რომ ევროპელი დიპლომატისა და სტრატეგიული პარტნიორის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება პირდაპირპროპორციულია, რომ მტრის წისქვილზე დაასხა წყალი. ვფიქრობ, ამას არ გააგრძელებენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.