ანრი ოხანაშვილი - იმედი მაქვს, ბუნებრივი ბარიერის საკითხზე გამოიძებნება საღი აზრი და ოპოზიციური პარტიები შემოგვთავაზებენ კონკრეტულ პოზიციას
ანრი ოხანაშვილი - იმედი მაქვს, ბუნებრივი ბარიერის საკითხზე გამოიძებნება საღი აზრი და ოპოზიციური პარტიები შემოგვთავაზებენ კონკრეტულ პოზიციას

იმედი მაქვს, ბუნებრივი ბარიერის საკითხზე გამოიძებნება საღი აზრი და ოპოზიციური პარტიები შემოგვთავაზებენ კონკრეტულ პოზიციას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დისკუსია გახსნილია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სწორი არჩევანი გააკეთონ.

„ქართული ოცნება“ მზად არის, გაბედული ნაბიჯები გადადგას. ველოდებით კონკრეტულ პასუხებს, როგორ წარმოუდგენიათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ამ საკითხზე მსჯელობა. ვფიქრობ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის ინტერესებს. ოპოზიციურ ჯგუფებში თუ არიან და ფაქტია, რომ არიან ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ დისკუსია, ვფიქრობ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა პატივი უნდა სცენ მათ ინტერესებს. თუ ამას არ აკეთებენ, ეს ოპოზიციურ პარტიებს შორის უკვე დისონანსს აჩენს და გაურკვევლობა შეაქვს. იმედი მაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით საღი აზრი გამოიძებნება და მოგვეცემა შესაძლებლობა, ამ შეთავაზებაზე კონკრეტული პასუხები მივიღოთ. ამისთვის ვხსნით დისკუსიას, რომ ერთად ჩამოვყალიბდეთ, გავაკეთოთ სწორი არჩევანი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამისთვის მზად ვართ, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯს ოპოზიციური ჯგუფებიდან, რომ შემოგვთავაზებენ კონკრეტულ პოზიციას და ამით პატივს სცემენ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის არსებულ აზრს, რომ მზად არიან, ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, გადავიდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.