ანრი ოხანაშვილი - იგივე რისკები და უფრო მომატებული საფრთხეებია, რომ ოპოზიციური ჯგუფები ახლაც ემზადებიან არა ადგილობრივი არჩევნებისთვის, არამედ შემდგომი საბოტაჟისთვის
ანრი ოხანაშვილი - იგივე რისკები და უფრო მომატებული საფრთხეებია, რომ ოპოზიციური ჯგუფები ახლაც ემზადებიან არა ადგილობრივი არჩევნებისთვის, არამედ შემდგომი საბოტაჟისთვის

იგივე რისკები და უფრო მომატებული საფრთხეებია, რომ ოპოზიციური ჯგუფები ახლაც ემზადებიან არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ შემდგომი საბოტაჟისთვის, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა საზოგადოებას ყველა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ დარწმუნებულია, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე დამაჯერებელ მხარდაჭერას მოიპოვებს და რადიკალურ ჯგუფებს შემდგომი მანიპულაციის საშუალებას არასოდეს მისცემს.

„ჩვენ ვამბობდით 2020 წლის არჩევნებზე, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი დღისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ იგივე რისკები და კიდევ უფრო მომატებული საფრთხეებია, რომ ოპოზიციური ჯგუფები ახლაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ემზადებიან არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ შემდგომი საბოტაჟისთვის, თუმცა ეს დასკვნა იქნება ნათელი მაგალითი.

აბსოლუტურად ყველა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სრულად ინფორმაციის მიწოდება უნდა დავიწყოთ. უნდა ვუთხრათ, რომ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები ახლაც ემზადებიან არა არჩევნების დღისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი დღისთვის, თუმცა ეს არის უკვე კარგი ლუსტრაცია მათთვის. ჩვენმა საზოგადოებამ როგორც არ დაიჯერა, თითქოს არჩევნები რაიმე ფორმით გაყალბდა, დარწმუნებული ვარ, ასევე საღად გაანალიზებს ყველა მომდევნო არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ მხარდაჭერას მოიპოვებს და ასეთ რადიკალურ ჯგუფებს შემდგომი მანიპულაციის მოხდენის საშუალებას არასოდეს მისცემს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.