ანრი ოხანაშვილი - გიდასტურებთ, გუნდში იყო სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი, კონსულტაციები გაგრძელდება და შედეგები ეტაპობრივად გეცნობებათ
ანრი ოხანაშვილი - გიდასტურებთ, გუნდში იყო სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი, კონსულტაციები გაგრძელდება და შედეგები ეტაპობრივად გეცნობებათ

გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ გუნდში იყო სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი, კონსულტაციები გაგრძელდება და შედეგები ეტაპობრივად გეცნობებათ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, დამატებით დეტალებზე საუბრისგან ის თავს იკავებს „გუნდურობის პრინციპიდან“ გამომდინარე.

„მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ჩვენ დღეს საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვიმსჯელეთ, ვითათბირეთ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ ეტაპობრივად, ხვალ გეცოდინებათ უფრო მეტი, ზეგ კიდევ უფრო მეტი და აშ. მიმდინარეობს და გრძელდება კონსულტაციები, შესაბამისად გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას ეს ინფორმაცია ეცნობება ეტაპობრივად.

გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ იყო სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი გუნდში, ვიმსჯელეთ საინტერესო დისკუსია და მსჯელობა შედგა. კიდევ გრძელდება ეს კონსულტაციები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.