ანრი ოხანაშვილი - გერმანია საქართველოს უყურებს, როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორს კავკასიის რეგიონში, რომელიც უნდა იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი
ანრი ოხანაშვილი - გერმანია საქართველოს უყურებს, როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორს კავკასიის რეგიონში, რომელიც უნდა იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი

დღესაც არაერთხელ ხაზი გაესვა, რომ გერმანია საქართველოს უყურებს, როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორს კავკასიის რეგიონში, რომელიც უნდა იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია სამხრეთ კავკასიაში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსადმი მხარდაჭერა მუდმივად იგრძნობა.

„ყველა შეხვედრის ფარგლებში ვგრძნობთ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას, ხალხს. ასევე, შეხვედრაა დაგეგმილი სახელმწიფო მინისტრთან და ესეც არის კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გავაცნოთ, ავუხსნათ ის გეგმა და ნაბიჯები, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. გერმანელი კოლეგები და პოლიტიკოსები დეტალურად არიან ინფორმირებული ჩვენი ნაბიჯების შესახებ. დღესაც არაერთხელ გაესვა ხაზი, რომ გერმანია საქართველოს უყურებს, როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორს კავკასიის რეგიონში, რომელიც უნდა იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა ოხანაშვილმა.