ანრი ოხანაშვილი -  გერმანია ჩვენი ქვეყნის ერთგულ პარტნიორად და მტკიცე მხარდამჭერად რჩება
ანრი ოხანაშვილი - გერმანია ჩვენი ქვეყნის ერთგულ პარტნიორად და მტკიცე მხარდამჭერად რჩება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან მორიგი მეგობრული შეხვედრა ჰქონდა.

ოხანაშვილის თქმით, გერმანია საქართველოს ერთგულ პარტნიორად და მტკიცე მხარდამჭერად რჩება. ამასთან, როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრებს სხვა ელჩებთანაც გეგმავს.

„დღეს მქონდა გერმანიის ელჩთან ბატონ ჰუბერტ ქნირშთან მორიგი შეხვედრა. ჩვენ ხშირად ვმართავთ შეხვედრებს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. სულ რამდენიმე ხნის წინ მქონდა შეხვედრა კომიტეტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და გავაცანი ის პრიორიტეტები, რა პრიორიტეტებიც ექნებოდა კომიტეტს მიმდინარე წელს. დღევანდელი შეხვედრაც იყო მორიგი მეგობრული შეხვედრა, გარკვეული აზრების გაცვლა.

ლოგიკურია, არის საკითხები, რასაც ელჩებთან განვიხილავთ ხოლმე. ამ ეტაპე რაიმე დამატებითი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ვინაიდან შეთანხმებული ვართ, რომ საკითხები, რაც განვიხილეთ, ეს დარჩა მხოლოდ და მხოლოდ საუბრის ფარგლებში და კონკრეტული რაიმე საკითხის გამოტანა ამ ეტაპზე საჯაროდ არ გვსურს. აქედან გამომდინარე, ეს იყო მორიგი, მეგობრული შეხვედრა. ასევე, სხვა ელჩებთან ვგემავ შეხვედრას და არა მხოლოდ ელჩებთან. საკითხი უკავშირდება ერთ რომელიმე კონკრეტულ თემას ან რაღაც პოლიტიკურ მოვლენას. ეს შემიძლია გითხრათ. არის საკითხები, რომლებსაც ელჩებთან ვიხილავთ ხოლმე. გეოპოლოტიკური იქნება ეს თუ ქვეყანაში მიმდინარე საკითხები. ამაზე მეტს ვერ გეტყვით, ვინაიდან შეთანხმებულები ვართ, რომ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმით, რომ გერმანია არის და რჩება ჩვენი ქვეყნის ერთგულ პარტნიორად, მტკიცე მხარდამჭერად ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და გაძლიერების კუთხით. ისევე, როგორც ბატონი ელჩი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.