ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას კარგავს, 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება
ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას კარგავს, 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვას ითვალისწინებს, 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, კანონპროექტის ამოქმედება მოხდება არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2022 წლის პირველი თებერვლისთვის.

მისი თქმით, ვადების გადაწევა ნიშნავს, რომ გათვალისწინებულია პოლიტიკური კონტექსტი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

„მიგვაჩნია, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტის თუ შეჩერების საკითხი ამოქმედდეს 2022 წლიდან. იდეა არის პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. კერძოდ, როცა კონკრეტული პარტიები ახორციელებენ საპარლამენტო საქმიანობას და შეწყვიტეს საბოტაჟი, ვინც ამ რეჟიმში დარჩა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რასაც დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას უწოდებს, ეს პოზიცია შეცვალონ, ჩადგნენ დემოკრატიის პრინციპების ფარგლებში”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ ცვლილებებს დღეს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.