ანრი ოხანაშვილი - განცხადებებში სიფრთხილე გვმართებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები რამე ფორმით არ დავაზიანოთ
ანრი ოხანაშვილი - განცხადებებში სიფრთხილე გვმართებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები რამე ფორმით არ დავაზიანოთ

ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის ინტერესებიდან ამოვდივართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა დავით გარეჯთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან.

„აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანაა. ჩვენ ურთიერთობებს ვუფრთხილდებით, თუმცა ამ ურთიერთობებში ჩვენი ქვეყნის ინტერესი უმთავრესია. შესაბამისად, ჩვენ განცხადებებში სიფრთხილე გვმართებს ასევე იმისთვის, რომ ურთიერთობები რამე ფორმით არ დავაზიანოთ. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის ინტერესებიდან ამოვდივართ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

გიორგი გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი დღეს მთავრობის სხდომაზე შეაფასა და განაცხადა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება.