ანრი ოხანაშვილი - გამოხატვის თავისუფლების სტანდარტით საქართველო მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, ამ სტანდარტს არავინ შეეხება
ანრი ოხანაშვილი - გამოხატვის თავისუფლების სტანდარტით საქართველო მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, ამ სტანდარტს არავინ შეეხება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” პირობებში გამოხატვის თავისუფლება ისეთ სტანდარტზეა დაცული, რომ მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში.

მისივე თქმით, სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეეხება შემთხვევებს, როდესაც პირი კანონდარღვევას სჩადის არაერთგზის.

ოხანაშვილი განმარტავს, რომ სამართლებრივი რეგულირება აქციებს, პროტესტს არ უკავშირდება.

„კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რომ თითქოს, ხულიგნობა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა ხდება საპროტესტო აქციებზე. ასევე, თითქოს, ეს უკავშირდება შეკრებასა და გამოხატვის თავისუფლებას. ასეთი დარღვევების თითქმის 80 პროცენტი ხდება ჩვეულებრივ ყოფით ურთიერთობაში და არანაირი კავშირი არ აქვს ამას შეკრებასა და პროტესტთან.

ჩვენს ქვეყანაში, „ქართული ოცნების” პირობებში რა სტანდარტითაც არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, ამით საქართველო მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. ამიტომ, არავინ არ შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. აქ საუბარია შემთხვევებზე, როცა პირი კანონდარღვევას სჩადის და საუბარია არაერთგზის, არამედ რეციდიულ შემთხვევებზე. ამიტომ, ჩვენ პროპორციული სამართლებრივი რეგულირება განვახორციელეთ, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უკავშირდება აქციებს, პროტესტს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.