ანრი ოხანაშვილი - ფრაქციის სხდომაზე გუნდის შიგნით მიმდინარე საკითხებზე ვიმსჯელებთ
ანრი ოხანაშვილი - ფრაქციის სხდომაზე გუნდის შიგნით მიმდინარე საკითხებზე ვიმსჯელებთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომაზე გუნდის შიგნით მიმდინარე საკითხებზე ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, განიხილება თუ არა დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ ეკა ბესელიას შესაძლო გარიცხვის თემა.

ოხანაშვილის თქმით, გუნდის წევრების შესახებ წინასწარ შეფასებებს არ აკეთებს.

„ჩვენი გუნდის წევრთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ. ეს არ იქნება გუნდური თამაშის წესი. შესაბამისად, გვექნება მსჯელობა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით გუნდის შიგნით, ფრაქციის ფარგლებში. ასე რომ, რასაც მივიჩნევთ საჭიროდ, საზოგადოებას ვუთხრათ და მათთვის მნიშვნელოვანი იქნება, ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ განვაცხადებთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა მიმდინარეობს.