ანრი ოხანაშვილი - ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის არის შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის დასაზიანებლად
ანრი ოხანაშვილი - ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის არის შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის დასაზიანებლად

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მძიმე სანახავია, როცა ოპოზიცია უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღდეგოდ,

ოხანაშვილის თქმით, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე რეზოლუციას, რეზოლუციას ასევე მხარი არ დაუჭირა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლობამ.

ანრი ოხანაშვილის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის არის შეთანხმება ევროინტეგრაციის პროცესის დასაზიანებლად.

„ეს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ ერთობლივ მოქმედებას ნიშნავს, რაც უმძიმესი რამეა. ამას ჩვენმა საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს. ეს ხალხი ერთობლივად მოქმედებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ. მიზანია ცხადი – ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლების ამ კონკრეტულ წარმომადგენლებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის არის შეთანხმება, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი დაზიანდეს. რა თქმა უნდა, მათი ეს გდაწყვეტილება პოლიტიკურ ინტერესებსაც ემსახურება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.