ანრი ოხანაშვილი - ფაქტების დამახინჯება და ყველა ქმედების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება ოპოზიციის დღის წესრიგია
ანრი ოხანაშვილი - ფაქტების დამახინჯება და ყველა ქმედების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება ოპოზიციის დღის წესრიგია

ოპოზიციის დღის წესრიგია, ნებისმიერი ქმედება საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ, – ასე პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტების კითხვას „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებზე ოპოზიციის შეფასების შესახებ.

ოხანაშვილის თქმით, „თიბისისთან“ დაკავშირებული საკითხების გარკვევა კონკრეტული უწყებების პრეროგატივაა.

„ოპოზიციის დღის წესრიგია, ნებისმიერი კონკრეტული ქმედება გამოიყენონ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური და პარტიული ინტერესებისთვის, დაიწყონ სწორედ ასეთი სუბიექტური ინტერესებით აპელირება და ფაქტების დამახინჯება. კონკრეტულად რა პროცესი მიმდინარეობს, ეს არის შესაბამისი უწყების პრეროგატივა, დეტალებზე მე ვერ გესაუბრებით, თუმცა რასაც ოპონენტები საუბრობენ, არის დამახინჯებული ფაქტები, ტყუილი და საკუთარ პარტიულ ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.