ანრი ოხანაშვილი - ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და ნიკა მელიას გირაო გადაუხადა
ანრი ოხანაშვილი - ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და ნიკა მელიას გირაო გადაუხადა

მგონი, დაზეპირებული აქვთ და ყველა ჩართვაში უნდა გაიმეორონ პოლიტპატიმრები, რაც უკვე არასერიოზულია. ქვეყანას ჩვენი ხელისუფლების პირობებში პოლიტპატიმრები არც ჰყოლია და არც ეყოლება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება მელიას გათავისუფლებას, ასე მთავრდება ხოლმე ზედმეტი ბაქიბუქი სამართლებრივ სახელმწიფოში, როცა არავის ექნება საშუალება კანონი დაარღვიოს. ვუყურებდით, რომ ბაქიბუქობდა, ვერ დაიჭერდნენ, დააკავეს. ამბობდა, გირაოს არ მიიღებდა და ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და გირაო გადაუხადეს. ზედმეტი ბაქიბუქის გარეშე ამ გირაოს მიღება მოუწია, შემდეგი ნაბიჯი იქნება, ამნისტიაზე იტყვის, მასზე გავრცელდეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.