ანრი ოხანაშვილი - ევროკავშირის ნებისმიერი ანგარიში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია
ანრი ოხანაშვილი - ევროკავშირის ნებისმიერი ანგარიში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ნებისმიერი ანგარიში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია განსაკუთრებით მაშინ, როცა მართლმსაჯულების რეფორმების გაგრძელების თვალსაზრისით, მათი და ხელისუფლების ხედვა თანხვედრაშია.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, ევროკავშირი საქართველოს მტკიცე პარტნიორია და ქვეყანა მტკიცე თანამშრომლობას აგრძელებს.

„ანგარიშში საუბარია, რომ საქართველო რეგიონში სანდო და მთავარ პარტნიორად რჩება, რაც საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე მიუთითებს. საუბარია იმაზე, რომ მართლმსაჯულების სფეროში წინსვლა შეინიშნება და ქვეყანამ რეფორმები უნდა განაგრძოს. ამ რეფორმებზე ვსაუბრობთ, ეს არის შემდგომი ეტაპი, რომელიც უკვე დაგეგმილი გვაქვს. ანგარიში მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირთან თანამშრომლობა და შემდგომი ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა.