ანრი ოხანაშვილი - ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებით გააუმჯობესა ის პროცესი, რაც იყო აქამდე
ანრი ოხანაშვილი - ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებით გააუმჯობესა ის პროცესი, რაც იყო აქამდე

ეუთო/ოდირის შეფასება არის შუალედური, ეს არ არის ბოლო დასკვნა, ჩვენ დაველოდებით საბოლოო დასკვნის ფორმულირებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, შინაარსობრივ საკითხთან დაკავშირებით ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რამაც გაუუმჯობესა ვითარება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეგულაციებში, თუმცა რჩება გამოწვევები.

„რა გამოწვევებია, ჩემთვის მშრალია და ყოველგვარი არგუმენტი, რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ რამე უნდა შეგვეჩერებინა, ეს არის გაუგებარი, ამიტომ დაველოდებით საბოლოო დასკვნას, რა იქნება საბოლოო დასკვნა და ამის მიხედვით გავაკეთებთ შეფასებას. შესაძლებელია ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას საფუძვლად დაედოს ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შეიძლება პირიქით, მათ შეფასებაში იქონიოს გავლენა. 19 აპრილის შეთანხმება რაიმეს არ გვავალდებულებდა ისეთს, რაც უნდა გაგვეკეთებინა ამ პროცესში, ამიტომ როგორც ჩანს, საბოლოო დასკვნაში მათ მოუწევთ იმ პოზიციის დაკორექტირება, სადაც საუბარია რომ ჩვენ რამე გვევალებოდა. ჩვენ რაც გვევალება ყველაფერს პირნათლად ვასრულებდით, მისასალმებელია, ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებით გააუმჯობესა ის პროცესი, რაც იყო აქამდე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ოდირ-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი ხასიათდება ნაკლოვანებებით, მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა.

დატოვე კომენტარი