ანრი ოხანაშვილი - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა 21-ე საუკუნის სირცხვილია
ანრი ოხანაშვილი - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა 21-ე საუკუნის სირცხვილია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მისაღებია ნებისმიერი ცივილური, დემოკრატიული გამოხატვის ფორმა, რათა საერთაშორისო პარტნიორებს შეახსენონ, მაქსიმალურად მობილიზდნენ და გადადგან აქტიური ნაბიჯები ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

ამ კომენტარით ანრი ოხანაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 29 დეკემბერს დაგეგმილ სოლიდარობის აქციას გამოეხმაურა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმი გათავისუფლდეს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ასევე მოყვეს რეაგირება ასეთ უკანონო ქმედებებს. ეს არის ჩვენი ამოცანა.  ეს ადამიანი საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარების სიმბოლოა და შესაბამისად, ის, რაც ხდება, არის 21-ე საუკუნის სირცხვილი, რასაც ექიმის უკანონო პატიმრობა ჰქვია“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 29 დეკემბერს სოლიდარობის აქცია „თავისუფლების სიგნალი“ გაიმართება.