ანრი ოხანაშვილი - ე.წ. პატრიოტ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მივმართავ, ეთანხმებიან თუ არა ნინო კალანდაძის განცხადებას, რომ დავით გარეჯი საქართველოს შემადგენელი ნაწილი არ არის
ანრი ოხანაშვილი - ე.წ. პატრიოტ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მივმართავ, ეთანხმებიან თუ არა ნინო კალანდაძის განცხადებას, რომ დავით გარეჯი საქართველოს შემადგენელი ნაწილი არ არის

ე.წ. პატრიოტ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მივმართავ, ეთანხმებიან თუ არა ნინო კალანდაძის განცხადებას, რომ დავით გარეჯი საქართველოს შემადგენელი ნაწილი არ არის? ასევე ეთანხმებიან თუ არა მაშინდელი თანამდებობის პირების განცხადებას, თურმე, დავით გარეჯი არ წარმოადგენდა საქართველოს?- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, საინტერესოა, რას ემსახურებოდა, მათი ეს განცხადებები.

„დამერწმუნეთ, რომ არა მაშინდელი უმაღლესი თანამდებობის პირების პოლიტიკური ნება, ეს პირები ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდნენ. ეს განცხადებები რას ემსახურებოდა? რა აქვთ იმის საწინააღმდეგო, რომ გამოძიება ამ განცხადებების საპირისპიროდ წარიმართოს და ობიექტური მოცემულობა დადგინდეს. ხომ არავინ უარყოფს იმას, რომ დავით გარეჯი ისტორიულად, კულტურულად არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი გამოხატულებაა. როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს, საწინააღმდეგო რა აქვთ? ამ ყველაფრისთვის ხელისშეშლას რატომ ცდილობენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.