ანრი ოხანაშვილი - ძალადობაზე „ნაცმოძრაობა“ ნუ გველაპარაკებით, თქვენი ადგილი იცოდეთ, მოძალადეები ხართ თავიდან ფეხებამდე
ანრი ოხანაშვილი - ძალადობაზე „ნაცმოძრაობა“ ნუ გველაპარაკებით, თქვენი ადგილი იცოდეთ, მოძალადეები ხართ თავიდან ფეხებამდე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დააყენა.

ბოკუჩავას თქმით, ანრი ოხანაშვილმა გასცა უკანონო დავალება, რომ მანდატურებს დარბაზიდან მედიის წარმომადგენლები გაეყვანათ.

„მინდა, დავაყენო თქვენი უფლებამოსილების შეყვეტის საკითხი, რადგან გაეცით უკანონო დავალება, რომლის შესრულებისას დაზიანდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები, ძალადობაზე დავალების გამცემი ხართ“, – მიმართა ბოკუჩავამ ოხანაშვილს.

ოხანაშვილმა კი უპასხუა, რომ ძალადობაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ საუბრის უფლება არ ჰქონდა.

„ძალადობაზე „ნაცმოძრაობა“ ნუ გველაპარაკება, თქვენი ადგილი იცოდეთ, მოძალადეები ხართ თავიდან ფეხებამდე, მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი. ნიკა მელიას გაესაუბრეთ, ძალადობა რას ნიშნავს“, – მიმართა ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას.

მანამდე თავად მედიის წარმომადგენლები ითხოვდნენ ანრი ოხანაშვილისგან პასუხის მიღებას კითხვაზე, რატომ დაატოვებინეს მანდატურებმა მათ დარბაზი. ოხანაშვილმა ჟურნალისტებს ასე უპასუხა: „დაბრძანდით, გააშუქეთ ყველაფერი“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცესის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სხდომა კვლავ ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.