ანრი ოხანაშვილი – დიდი ამბიციები აქვთ კონკრეტულ პირებს, თუ ჰგონიათ, მათ შესახებ არის კანონში ჩანაწერი, რომ საჭიროა მსჯავრდებულისა და ბრალდებულის მხრიდან ამნისტიის მიღებაზე თანხმობა

12:20, 28.05.2021

ძალიან დიდი ამბიციები და წარმოდგენები აქვთ კონკრეტულ პირებს, თუ ჰგონიათ, მათ შესახებ არის კანონში ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ საჭიროა მსჯავრდებულისა და ბრალდებულის მხრიდან ამნისტიის მიღებაზე თანხმობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, კანონში ჩანაწერი კონკრეტული პირების გამო არ კეთდება.

„შარლ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებიდან გამომდინარე, დოკუმენტი შევიმუშავეთ, რომელიც არის სამართლიანი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი. ძალიან დიდი ამბიციები და წარმოდგენები აქვთ კონკრეტულ პირებს, თუ ჰგონიათ, მათ შესახებ არის კანონში ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ საჭიროა მსჯავრდებულისა და ბრალდებულის მხრიდან ამნისტიის მიღებაზე თანხმობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი