ანრი ოხანაშვილი - დიალოგი ყოველთვის შეიძლება, თუკი პოლიტიკური ჯგუფები სახელმწიფო ინტერესებს პარტიულზე მაღლა დააყენებენ
ანრი ოხანაშვილი - დიალოგი ყოველთვის შეიძლება, თუკი პოლიტიკური ჯგუფები სახელმწიფო ინტერესებს პარტიულზე მაღლა დააყენებენ

მოლაპარაკება და დიალოგი ყოველთვის შეიძლება, თუკი პოლიტიკური ჯგუფები სახელმწიფო ინტერესებს დააყენებენ უფრო მაღლა, ვიდრე პარტიულს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ვინმეს პოლიტიკური დიალოგის და გარკვეულ საკითხებზე კონსენსუსის რესურსის გამოძებნის ინტერესი აქვს, შეიძლება, რომ ამაზე თვითონაც იფიქრონ.

„ჩვენ კონკრეტული შეთავაზებები დავდეთ. თუკი ვინმეს პოლიტიკური დიალოგის და გარკვეულ საკითხებზე კონსენსუსის რესურსის გამოძებნის ინტერესი აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენც შეიძლება ამაზე ვიფიქროთ. ამიტომ ჩვენ კარს არ ვკეტავთ. კონკრეტული შეთავაზებები გავაჟღერეთ, ჯერი ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებზეა.

რაც შეეხება „გირჩთან“ კომუნიკაციას, ამასთან დაკავშირებით ოხანაშვილი ამბობს, რომ „გირჩის“ მხრიდან რაიმე სახის შეთავაზება და კომუნიკაცია თუ იქნება, საზოგადოებაც შეიტყობს.

„ჩემთვის არ არის ცნობილი რაიმე ტიპის კონკრეტული კომუნიკაციის შესახებ. თუკი რაიმე შემოთავაზება იქნება, ამის შესახებ გაიგებთ. თქვენ, რაც საჯაროდ გაიგეთ, იმის იქით ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი